
სერვისები
AML საკონსულტაციო მომსახურება
ჩვენი კომპანია გთავაზობთ AML კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობას: ვამზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციასა და პროცესს, რათა თქვენი ბიზნესი იყოს უსაფრთხო, სანდო და სრულად თავსებადი მოქმედ მოთხოვნებთან.
მხარდაჭერა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობაში
გთავაზობთ თქვენი ინტერესების დაცვას სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის პროცესში, რათა პროცესები წარიმართოს დროულად, ეფექტურად და თავდაჯერებულად, რაც ამცირებს შესაძლო რისკებსა და გაუგებრობებს. ჩვენი დახმარება ხელმისაწვდომია თქვენთვის, მიუხედავად იმისა, ხართ დაზარალებული, ბრალდებული თუ მოწმე.
KYC (Know Your Customer) და EDD (Enhanced Due Diligence)
ჩვენი სერვისები მოიცავს კლიენტების იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციას (KYC) და გაძლიერებულ პრევენციულ ღონისძიებებს (EDD), მაღალი რისკის მომხმარებლების მიმართ, რათა თავიდან აირიდოთ ფინანსური დანაშაულის რისკები და შეინარჩუნოთ რეგულაციებთან სრული შესაბამისობა.
მტკიცებულებათა მოძიება და ანალიზი
ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან მტკიცებულებების მოპოვებასა და ანალიზში, რათა სამართლებრივ თუ სხვა ტიპის დავებში ეფექტურად დაიცვათ საკუთარი ინტერესები. ვუზრუნველყოფთ ოპერატიულ, დეტალურ და ობიექტურ კვლევას, რაც ამცირებს რისკებს და ზრდის წარმატების შანსს სხვადასხვა პროცესებში.
Supplier Due Diligence
ჩვენი Supplier Due Diligence სერვისი საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ მომწოდებლების რისკები, შეამოწმოთ მათი სანდოობა და შეამციროთ შესაძლო სამართლებრივი თუ ფინანსური პრობლემები. ეს დაგეხმარებათ უსაფრთხო ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
კონსულტაციები საექსპერტო კვლევების დაგეგმვაში
ჩვენი გუნდი გეხმარებათ განსაზღვროთ, თუ რა ტიპის ექსპერტიზა არის საჭირო თქვენი საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმოთ სათანადო კვლევები და შეარჩიოთ შესაბამისი სპეციალისტები. შედეგად მიიღებთ ობიექტურ, ზუსტ მონაცემებს, რაც ზრდის ეფექტური და უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღების შანსს.
