
KYC Solutions
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კორპორაციული უსაფრთხოების, შესაბამისობისა და სამართლებრივი რისკების მართვის კომპლექსურ გადაწყვეტებს თქვენი ბიზნესისთვის. ჩვენი მიზანია, პრევენციული მიდგომითა და ეფექტური პროცესებით დაგეხმაროთ რეგულაციურ გარემოში თავდაჯერებული ნავიგაციის განხორციელებაში.
ჩვენს შესახებ
ჩვენი გუნდი 2019 წლიდან წარმატებით საქმიანობს კორპორაციული უსაფრთხოების, რეგულაციებთან შესაბამისობისა და სამართლებრივი რისკების მართვის სფეროში.
ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს შექმნას ეფექტური შიდა კონტროლის მექანიზმები, შეამციროს ფინანსური თუ სამართლებრივი რისკები და შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტის გამჭვირვალობა.
ჩვენი მომსახურება მოიცავს KYC (Know Your Customer), EDD (Enhanced Due Diligence), AML საკონსულტაციო მომსახურებას, Supplier Due Diligence-ს, სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის მხარდაჭერას, მტკიცებულებათა მოძიებას, ანალიზს და კონსულტაციებს საექსპერტო კვლევების დაგეგმვაში.
KYC Solutions-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლებისგან, რომლებმაც მრავალწლიანი, წარმატებული კარიერის განმავლობაში არსებითი წვლილი შეიტანეს სამართალდამცავ სისტემაში. მათ უმუშავიათ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბის გამოძიებებში. მათი მრავალმხრივი გამოცდილება მოიცავს დანაშაულებრივი ქსელების გამოვლენას, მტკიცებულებათა მოძიებასა და ანალიზს, აგრეთვე საპროცესო მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
სწორედ ეს გამოცდილება უზრუნველყოფს, რომ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ მაღალხარისხიანი საკონსულტაციო მომსახურება: დავეხმაროთ შიდა პროცედურების დახვეწასა და კანონმდებლობასთან თავსებადობის გამყარებაში, განვახორციელოთ საფუძვლიანი Due Diligence პროცესები მომწოდებლებთან თუ მომხმარებლებთან, ასევე დავუჭიროთ მხარი სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობისას. საჭიროების შემთხვევაში, ვერთვებით მტკიცებულებათა მოძიებასა და ანალიზში, ვგეგმავთ სხვადასხვა ექსპერტიზას და ვეხმარებით შესაბამისი სპეციალისტების შერჩევაში.
ჩვენი მთავარი მისიაა, ხელი შევუწყოთ პარტნიორების უსაფრთხო, გამჭვირვალე და წარმატებულ საქმიანობას. ამიტომ, მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი კომპეტენციის გაღრმავებაზე, პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესებასა და მოქმედ რეგულაციებთან მუდმივ შესაბამისობაზე, რათა დავიცვათ თქვენი ბიზნესის რეპუტაცია და ვუზრუნველყოთ მისი სტაბილური განვითარება.
